“9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში მრავალი ადამიანი მოკლა, მათ შორის უმეტესი ქალი”– გერმანიის ელჩი

1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა – ფოტოს გერმანიის საელჩო ავრცელებს და წერს, რომ 36 წლის წინ საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივად დაარბია.
“1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა.
მაშინ ქართველები საბჭოთა კავშირისგან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რასაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწირეს. დღეს მოვიგონებთ მათ სიმამაცესა და სიძლიერეს. მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა დროსაც მრავალი ადამიანი მოკლეს, მათ შორის უმეტესი ქალი.
ყველაზე ახალგაზრდები 16 წლისანი იყო.
ესენი არიან:
აზა ადამია
ნათია ბაშალეიშვილი
ეკა ბეჟანიშვილი
ნატო გიორგაძე
თამუნა დოლიძე
თინა ენუქიძე
ნინო თოიძე
ზაირა კიკვიძე
მანანა ლოლაძე
თამარ მამულიშვილი
ვენერა მეტრეველი
მამუკა ნოზაძე
ნანა სამარგულიანი
შალვა ქვასროლიაშვილი
მარინა ჭყონია-სამარგულიანი
ელისო ჭიპაშვილი
თამარ ჭოველიძე
ნოდარ ჯანგირაშვილი
მზია ჯინჭარაძე
მანანა მელქაძე
გია ქარსელაძე” – წერს გერმანიის საელჩო.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?