ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

88 წლის ასაკში მსახიობი დონალდ საზერლენდი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში კანადელი მსახიობი დონალდ საზერლენდი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია, მსახიობს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
პირველი როლი 1963 წელს შეასრულა. მაყურებელმა მსახიობი 1967 წელს გამოსული Dirty Dozen-ში შესრულებული პინკლის როლით გაიცნო. 1970-იანებში გამორჩეული მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა ფილმებში M*A*S*H და Kelly's Heroes.
შესრულებული აქვს როლები ფილმებში: Klute, Don't Look Now, The Day of Locust, Casanova, 1900, Animal House, Backdraft, JFK. ახალგაზრდა მაყურებელი მას The Hunger Games-ის ფრენჩაიზში პრეზიდენტ სნოუს როლით იცნობს.
სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ორი ოქროს გლობუსი და სატელევიზიო პრემია ემი. გახსნილი აქვს ვარსკვლავები, როგორც ჰოლივუდის, ისე კანადის დიდების ხეივანში.
საზერლენდის შვილია სერიალ 24 Hours-ში მთავარი როლის შემსრულებელი კიფერ საზერლენდი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.