ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

80 წლის ტაქსის მძძღოლმა 31 წლის შშმ ქალზე სექსუალურად იძალადა – კაცი დააკავეს

დაკავებულია 80 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად გაუპატიურება ედება. საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე სექსუალური ძალადობის ფაქტს. ცნობილია, რომ მამაკაცი და დაზარალებული ქალი მეზობლები იყვნენ. ძალადობის ფაქტს ახლომდებარე მაღაზიის თანამშრომლები შეესწრნენ, რომლებმაც პოლიციაში დარეკეს.
მათ მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, ბრალდებულმა, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, 31 წლის ქალი მანქანაში ჩაისვა, რის შემდეგაც მასზე იძალადა. შემთხვევა ქობულეთში 7 თებერვალს მოხდა.
მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს და ახლა ის სასამართლოს მოლოდინშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 80 წლის კაცს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.