არქივი1 სექტემბერი, 2024, 11:52
8-წლიანი ძიება დასრულებულია… – თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ ბიოლოგიური მშობელი იპოვა (video)

ჯგუფის „ვეძებ“დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მან მრავალწლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობელი იპოვა.
„8-წლიანი ძიება დასრულებულია, მე ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე, ამ ეტაზე, სამწუხაროდ, ვერ ვამბობ სხვა დეტალებს. იმედი მაქვს როცა პირადად ვნახავ, სხვა ინფორმაციებსაც მოგაწვდით“ – ამბობს ვიდეოში თამუნა და მადლობას უხდის საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.