8 წელი ეძებდნენ შურისსაძიებლად და მიაგნეს… ჩაძირეს …

2018 წლის 25 ნოემბერს შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გადასვლის მცდელობისას ქერჩის სრუტესთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სამ მცურავ საშუალებას-ორ საარტილერიო კატარღას „ბერდიანსკსა“ და „ნიკოპოლს“, ასევე საზღვაო ბუქსირს „იანი კაპუს“, რის შემდეგაც ისინი აბორდაჟზე აიყვანეს, ხოლო უკრაინელი მეზღვაურები კი დაატყვევეს…

ამ საზღვაო ინციდენტმა დიდი პოლიტიკური გამოხმაურება ჰპოვა და მაშინდელმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ტრამპმა გააუქმა დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რადგან ეს გახლდათ კრემლის მხრიდან გამოვლენილი ღია აგრესია,რაც რვა წლის წინ მართლაც წარმოუდგენლად მოჩანდა, თუმცა დღევანდელი ხუთწლიანი რუსეთ-უკრაინის ომის გადასახედიდან თითქმის არაფერია…

და იმ საზღვაო აგრესიაში მონაწილეობას იღებდა 22460 «Охотник»-ის პროექტის საპატრულო ხომალდიც «Изумруд»-იც, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვას ეკუთვნოდა და უკრაინელ სამხედრო მეზღვაურებს ძალზე მტკივნეულად ჩარჩათ მეხსირებაში, თუ როგორ შეურაცხყოფით აკავებდნენ მათ კოლეგებს რუსი „ეფ-ეს-ბე“-შნიკები…

მას შემდეგ რუსულ „იზუმრუდზე“ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობას პირდაპირი ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული და 8 წლის შემდეგ თავისას მაინც მიაღწია-„იზუმრუდი“ ააფეთქა და ჩაძირა…

უკრაინის მხარემ გაავრცელა თანამგზავრული ფოტო, რომელზეც კარგად მოჩანს რუსეთის ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის ნავმისადგომთან მარჯვენა ბორტგაგლეჯილი და მცირე სიღრმეში ჩაძირული „იზუმრუდის“ 62 მ სიგრძის კორპუსი…

უკრაინელები აცხადებენ, რომ ამისთვის გამოიყენეს Sargan-3000 ტიპის საზღვაო კამიკაძე-დრონი. ეს დისტანციურად მართვადი კატარღა აღჭურვილია 450 კგ მასის საბრძოლო ქობინით და არცაა გასაკვირი,რომ რუსულ საპატრული ხომალდის მარჯვენა ბორტზე შეჯახებისა და აფეთქების შედეგად, „იზუმრუდი“ მაშინვე ჩაიძირა.

საგულსხმოა, რომ ეს თავდასხმა მოხდა ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის შიდა პერიმეტრში ანუ უკრაინულმა საზღვაო კამიკაძე-დრონმა მოახერხა ამ კარგად დაცული რუსული სამხედრო ობიექტის შიგნით შეღწევა.

ვრცლად