ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

8 პირის პროცესზე მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო

8 პირის პროცესზე მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ორივე, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითი განხილვის შემთხვევაში მტკიცებულებები სასამართლოს გადაეცემა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, იმ მიზეზით, რომ დავითაშვილმა დაუშვებლად არ ცნო პროკურატურის მტკიცებულება, ფოტო და ვიდეოჩანაწერები, რომელიც ადვოკატების მტკიცებით, მან სოციალური ქსელიდან, საჯაროდ მოიპოვა. მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატები საქმიდან სავარაუდო ფალსიფიცირებული მტკიცებულებების და ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების ამოღებას ითხოვდნენ.
სასამართთლო სხდომაზე ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლეს აჩვენა ფბ ექაუნთი, საიდანაც პროკურატურას სინდისის პატიმრის, ირაკლი მიმონოშვილის სავარაუდო დანაშაულის მამხილებელი ვიდეო აქვს ჩამოწერილი.
ირკვეა, რომ პროფილი 2024 წელს არის შექმნილი და მასზე მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს, ხამზად ჩიმაევის და კალაძის რამდენიმე ფოტო იძებნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.