8 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსების დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსებიდან 28 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. სარიტუალო სამსახურის წარმომადგენლებს პროფესიული დღე ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და თავდაცვის ძალებში ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გაიმართა სამხედრო სარიტუალო სამსახურის საჩვენებელი გამოსვლაც. საზეიმო ღონისძიებას ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
პირველი „ცალკეული საპატიო ყარაულის ასეული“ 1996 წლის 8 აპრილს ჩამოყალიბდა, 2022 წლის 23 დეკემბერს კი, ქვედანაყოფს სახელი შეეცვალა და „სამხედრო სარიტუალო სამსახური“ ეწოდა. „სამხედრო სარიტუალო სამსახური“ მონაწილეობს სააღლუმო, სადღესასწაულო, პატივის მიგების, ასევე, უმაღლესი რანგის ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების ცერემონიებში.
Previous: უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტები პარლამენტთან კივიან

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს