ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„78 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა“ - როგორ მიმდინარეობს კახეთში რთველი?

„78 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა“ - როგორ მიმდინარეობს კახეთში რთველი?

12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„რთველი სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 10 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია.
ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 80-მდე კომპანია და მარანია ჩართული. ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 6500-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა.
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 420 ღვინის საწარმო, რომელთა ნაწილი უკვე ჩართულია ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში, ნაწილი მომდევნო დღეებში ჩაერთვება.
მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.