74 წლის მერილ სტრიპი კვლავ შეყვარებულია?

ყვი­თე­ლი პრე­სის ცნო­ბით, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, მე­რილ სტრი­პი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და ის კო­ლე­გას, კო­მი­კოს მსა­ხი­ობს, მარ­ტინ შორ­ტს ხვდე­ბა.

ჭო­რე­ბის მი­ხედ­ვით, სტრი­პი მას დონ გა­მერ­თან 45-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­უ­ახ­ლოვ­და. მე­რი­ლი და მარ­ტი­ნი “ოქ­როს გლო­ბუ­სის” და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ერ­თად და­ეს­წრნენ, გვერ­დიგ­ვერდ ის­ხდნენ და ფო­ტო­ე­ბის­თვი­საც ერ­თად იპო­ზი­ო­რეს. მე­რილ სტრი­პი 74 წლი­საა, ხოლო მარ­ტი­ნი 73 წლის.

მე­რილ­მა მარ­ტი­ნი, შარ­შან, ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის Only Murders in the Building-ის გა­და­ღე­ბებ­ზე გა­იც­ნო. წყა­როს თქმით, მე­რილ­სა და მარ­ტინს ერ­თმა­ნე­თის კამ­პა­ნი­ა­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებთ და კარ­გა­დაც ეწყო­ბი­ან.

წყა­რო გა­მო­ცე­მა The Sun-ს უყ­ვე­ბა, რომ არც მე­რილს და არც მარ­ტინს არ უყ­ვართ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბის სა­ჯა­როდ გა­მო­ფე­ნა, ამი­ტომ თა­ვი­ან­თი რო­მა­ნის საქ­ვეყ­ნოდ გა­მო­ცხა­დე­ბას არ აპი­რე­ბენ.

წყა­რო დას­ძენს, რომ ისი­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ჯერ კი­დევ სა­წყის ეტაპ­ზე არი­ან და არა­ფერს არ ჩქა­რო­ბენ.

სხვაგ­ვა­რად სა­უბ­რობს მარ­ტი­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა და ჭო­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ “მარ­ტი­ნი და მე­რი­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ კარ­გი მე­გობ­რე­ბი არი­ან”. მას შემ­დეგ, რაც მე­რი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ისიც გა­ცხად­და, რომ ის და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, დონ გა­მე­რი, ბოლო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაჩ­ნდა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბიც, რომ მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბის გავ­რცე­ლე­ბა იმას უკავ­შირ­დე­ბო­და, რომ მე­რილ­მა ახა­ლი პარტნი­ო­რი იპო­ვა.

გა­მერს და სტრიპს 4 შვი­ლი ჰყავთ: ჰენ­რი (44), მე­ი­მი (40), გრე­ი­სი (37) და ლუ­ი­ზა (32). რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ტინ შორ­ტს, ის კო­მი­კოს ნენ­სი დოლ­მენ­ზე 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, სა­ნამ ქალი 2010 წელს სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვლე­ბო­და. მარ­ტინს და ნენ­სის სამი შვი­ლი ჰყავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო