პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 36 წლის კაცს 14 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 36 წლის კაცს 14 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

სასტიკი მკვლელობა სამტრედიაში – ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 72 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებული 36 წლის კაცი ერთხმად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრებ დაზარალებულს 2024 წლის 20 აგვისტოს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახენებთ, რომ მკველობა სამტრედიაში წინა წლის 20 აგვისტოს მხოდა. მოკლული ქალის ოჯახის წევრების თქმით, დილის 6 საათზე 72 წლის “ქალმა მეზობლის სახლში ისეთი რამ დაინახა”, რის გამოც გამოიქცა, ამის შემდეგ კი “ქმარს ეძახდა, გამოდი მომკლესო”. გარეთ გამოსულ მეუღლეს კი ადგილზე ცოლის გარდა აღარავინ დახვდა და ქალი ხელებში ჩააკვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.