არქივი29 ნოემბერი, 2023, 14:38
71 დევნილი ოჯახისთვის სახლების მშენებლობა დასრულდა
დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლების მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, იძულებით გადაადგილებულ 71 ოჯახთან სახლების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებები გაფორმდა.
პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით დევნილი ოჯახებისთვის 64-იდან 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი სახლები აშენდა და სრულად გარემონტდა.
სახლების მშენებლობა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.