700 მილიონის გათეთრება შემთხვევით არ ხდება, არც დიდი “კრიშის” და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის გარეშე – აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ ვგულისხმობ უკვე წასულ/გაგდებულ ხალხს!

700 მილიონის გათეთრება შემთხვევით არ ხდება, არც დიდი “კრიშის” და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის გარეშე – აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ ვგულისხმობ უკვე წასულ/გაგდებულ ხალხს!
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საქართველოს პროკურატურის მიერ სუს-თან ერთად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ერთი პირის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ამხელა თანხის გათეთრება შემთხვევით არ ხდება.
ფოჩხუა ინტერესდება, ხომ არ იყო ეს თანხა არეულობის დასაფინანსებლად გამიზნული და ოპოზიციასთან თანამშრომლობაში მყოფი, მმართველი გუნდიდან “გაყრილებისგან დაკრიშული”.
“700 მილიონის გათეთრება შემთხვევით არ ხდება, არც დიდი “კრიშის” გარეშე და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის მიღმა (აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ ვგულისხმობ უკვე წასულ/გაგდებულ ხალხს!)
ხომ არ იყო ეს თანხა არეულობის დასაფინანსებლად?
ხომ არ იყო ეს სქემა ოპოზიციასთან მოთანამშრომლე გაყრილებისგან “დაკრიშული”? ბევრი კითხვაა, კვალს კი ჯიუტად დაგეგმილი არეულობისკენ მივყავართ…” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
Previous: ბრიუსელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენა გადადო, რაც დონალდ ტრამპის მოთხოვნას უკავშირდება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში