70-ს გადააჭარბა ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა

79-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი. განახლებული ინფორმაცია დღის 12 საათისთვის ტელეგრამ-არხით გაავრცელა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა. ამ დროისთვის დადასტურებულია ერთი ადამიანის სიკვდილი.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკოვს 18 აპრილს, დაახლოებით 05:10 საათისთვის დაარტყეს „ისკანდერის“ ტიპის სამი რაკეტით, რომლებიც ჰაერშივე ააფეთქეს რაც შეიძლება დიდი ზიანის გამოსაწვევად.
ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონში დაზიანებულია რამდენიმე ათეული სახლი და საწარმო.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, გასული საღამოდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს 1 ბალისტიკური რაკეტით “ისკანდერი-მ”, 5 ფრთოსანი რაკეტით “ისკანდერი-კ” და სხვადასხვა ტიპის 37 დრონით.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს 3 ფრთოსანი რაკეტა და 23 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო 10 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინული დრონებით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება რუსეთი. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, ვოლოკონოვსკის რაიონში დაიღუპა თავდაცვის ძალების ორი მოხალისე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, ღამის განმავლობაში „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს“ 56 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი: 27 – ვორონეჟის ოლქში, 12 – ბელგოროდში, 12 – აზოვის ზღვის თავზე, 3 – ყირიმში, 1 – როსტოვის ოლქში და 1 – კრასნოდარის მხარეში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს