7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე დედას და ბებიას ბრალი წარედგინათ

სამეგრელოში, 7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ დედას და ბებიას ბრალი წარედგინათ.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და დასჯის მიზნით მას აიძულებდნენ, არ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 აპრილს დააკავეს. ორივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა და დ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ) და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით (იძულება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ფორმულამ” გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნაცემი ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში იყო ჩაკეტილი, შემდეგ კი გაიქცა და დახმარება ნათესავს სთხოვა.
„ფორმულა” ესაუბრა ბავშვის მამასა და ბებიას მამის მხრიდან, რომლებიც ემიგრანტები არიან. ისინი მოძალადეების დასჯას მოითხოვენ. გარდა ამისა, ამბობენ, რომ მათ შეზღუდული ჰქონდათ ბავშვთან კომუნიკაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს