7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებულმა მოწმეებმა, სასამართლოს ჩვენება მისცეს

7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებულმა მოწმეებმა, სასამართლოს ჩვენება მისცეს. მათ სხდომაზე გაიხსენეს, როგორ არბევდა სპეცრაზმი მოქალაქეებს და რამდენად მძიმე დაზიანებები მიიღეს.
“კორდონი იყო პოლიციელების და რობოკოპების, საიდანაც განხორციელდა ჩემს მიმართ გასროლა და დავიჭერი… ფეხში რომ მომხდა, რამდენიმე მეტრზე გადამაგდო. ორივე ფეხზე დამწვრობა მივიღე და მარცხენა ფეხზე მთლიანად წვივის ძვალი დამემსხვრა და რბილი ქსოვილი მთლიანად გაგლეჯილი იყო. ხორცზე ეკიდა ფეხი. რეზინის ტყვია ამას, რა მანძილიც არ უნდა ყოფილიყო, ვერ დაწვავდა.” – ამბობს მოწმე, ნიკოლოზ დიდიშვილი.
მოწმის ჩვენებთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა ს ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
“ეს დაზიანებები რა ბრძანების საფუძველზე იქნა საერთოდ გამოყენებული, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი თუ ა.შ. ამ საქმის ფარგლებში გამოკვლეული არ არის. გზები ჩახერგილი არ იყო, არსებობდა კონკრეტული მიმართულებები, რომელ მიმართულებებზეც იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და რუსთაველის ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ მომიტინგეებს,” – აცხადებს ბექა ბასილაია.
სხდომას დისტანციურად დღეს არ ჩაერთო საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. ექსპრეზიდენტის წერილი სხდომათა დარბაზში მოსამართლემ წაიკითხა.
სააკაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. საუბარია 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევაზე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ქონების დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაგდებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ცალკე დასაგმობია ის ზეწოლა, რომელსაც კონკრეტული პირები ქალების მიმართ იჩენდნენ. ამ აქციების ორგანიზატორები არიან ნინო ლომჯარია, ბაია პატარაია, ელენე ხოშტარია და კიდევ ბევრი ე.წ. „ქალი პოლიტიკოსი“

რუსული ტანკები საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა და კარგად გვახსოვს, როცა გორში თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სტუმარი – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორ ფორთხავდა მტვერში

რაც არ უნდა იძახონ “მშვიდობიანმა” მომიტინგეებმა ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა აქციაზეო -ტყუილია. ბოლო აქციაზე გამოჩნდა მათი და მათი ორგანიზატორების მიზნები – დაპირისპირება ქართველ ხალხთან, ქალაქის პარალიზება, აგრესია და დესტუქცია