არქივი9 თებერვალი, 2024, 06:25
7 ნოემბრის ეპიზოდზე დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გაიმართება
7 ნოემბრის ეპიზოდზე, დღეს, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გაიმართება. საქალაქო სასამართლოში იგეგმება ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა. დაესწრება თუ არა სხდომას თავად ბრალდებული, ეს უშუალოდ პროცესის დაწყებამდე გახდება ცნობილი.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.