7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს აქტივის იოსკა ჯანდიერს

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამოქალაქო აქტივის იოსებ (იოსკა) ჯანდიერს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 აგვისტოს გამოცხადდა.
ჯანდიერი პარლამენტთან 9 აგვისტოს დააკავეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციამ ის ავტომობილში ჩასვა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იოსკა ჯანდიერი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი მუხლით: 166-ე – წვრილმანი ხულიგნობა და 173-ე – პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა.
როგორც წესი, ბოლო თვეების განმავლობაში პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სწორედ ამ ორი მუხლით აკავებს ხოლმე დემონსტრანტებს. გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა პროევროპული აქციები დაიწყო, ასობით ადამიანია ამ მუხლით დაკავებული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა