ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

61%–ით შემცირებული გრანტები და უცხოური დაფინანსება – რას აცხადებს პასუხად ხელისუფლება

61%–ით შემცირებული გრანტები და უცხოური დაფინანსება – რას აცხადებს პასუხად ხელისუფლება

საქართველო უცხოურ დახმარებას კარგავს, თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ჟურნალისტებს უმტკიცებს, რომ მხოლოდ ერთ წელში 61 %-ით შემცირებული გრანტები და დაფინანსება, რომელიც ევროკავშირიდან საქართველოს უნდა მიეღო, საგანგაშო მონაცემი არ არის და რეალობა მალე შეიცვლება.
ამასთან, კაკაურიძე იმასაც ამბობს, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გრანტების მოცულობა აუცილებლად იქნება გაზრდილი.
“გრანტების ის მოცულობაა მხოლოდ წარმოდგენილი, რა მოცულობაზეც შეთანხმება უკვე არის, თუმცა, რამდენიმე ახალი პროექტის ინიციირება იგეგმება, გრანტების ნაწილში, რომელიც მოიცავს როგორც საბიუჯეტო დახმარებით გრანტებს, ასევე საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსების ნაწილს. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გრანტების მოცულობა აუცილებლად იქნება გაზრდილი, თუმცა, სანამ კონკრეტული გვერდების და კონკრეტული პროექტების ჩამონათვალი არ იქნება, რაზედაც მიემართება ეს თანხა, მანამდე ეს თანხები ბიუჯეტში ვერ იქნება ასახული“, – განაცხადა კაკაურიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.