6-წლიანი პაუზის შემდეგ, “ფოთის კოლხეთი” ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა – გუნდს წარმატებას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები უსურვებდნენ

6-წლიანი პაუზის შემდეგ, “ფოთის კოლხეთი” ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. ბოლო ტურის მატჩში ერთმანეთს “გარეჯი” და “კოლხეთი” დაუპირისპირდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ, ტაბლოზე 1:1 იყო, თუმცა ჩემპიონობა კოლხეთს ცხრილში ერთით მეტმა ქულამ მოუტანა. ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული “ფოთის კოლხეთი” მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.
მატჩამდე, იყო დიდი მოლოდინი და ინტერეს. ფოთის კოლხეთს გამარჯვებას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები უსურვებდნენ.
შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. პირველი გოლი სიჭინავამ საჯარიმო დარტყმით გაიტანა და “კოლხეთი” დააწინაურა. მეორე ტაიმში “გარეჯი” გააქტიურდა, ბევრს უტევდა და ერთი გოლის გატანა შეძლო. ბრწყინვალე გოლის ავტორი გიორგი პაპუაშვილი გახდა. ერთი გოლი და ფრე “გარეჯისთვის” საკმარისი არ აღმოჩნდა და ლიდერობა მეტოქეს დაუთმო.
2024 წელს “ფოთის კოლხეთი” უმაღლეს ლიგაში ითამაშებს, “გარეჯს” კი, იქ მოსახვედრად, კიდევ ერთი შანსი გადათამაშებით მიეცემა. ეროვნული ლიგის ახალი სეზონი, ტრადიციულად, გაზაფხულზე დაიწყება.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული