ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

6 ქართველი ტოპლიგაში - კვარაცხელია ევროტურნირების გარეშე - "მამარდა" "ბარსათი" იწყებს, მიქაუტაძე "მონაკოსთან" მალევე...

შორს არ არის ის დრო, როვა ვილი სანიოლი სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობას გამოაცხადებს. ქართველი ლეგიონერების გულშემატკივრობა აგვისტოდანვე აქტიურად მოგვიწევს, მათ დროს მაქსიმალურად დავუთმობთ. დღეს ტოპლიგებში მონაწილე ჩვენებურებზე ვისაუბროთ. ელიტურ საფეხბურთო ჩემპიონატებში საქართველოს 6 ფეხბურთელი (ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში) წარმოადგენს. რა თმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესი კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ იქნება. სამწუხარო ისაა, რომ მათგან ჩემპიონთა ლიგაზე ვერავინ ითამაშებს. "ნაპოლი" საერთოდ ევროტურნირებს მიღმაა.
გიორგი მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კი გახდა და მის მიმართ სატრანსფერო ინტერესები არსებობს, თუმცა ის კვლავ "ვალენსიაში" აგრძელებს.
10
აგვისტოს გერმანულ "აინტრახტთან" ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, "ვალენსია" ესპანეთის ჩემპიონატს თვით "ბარსელონას" მასპინძლობით იწყებს - 17 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე. რაც შეეხება ამ თვის სხვა მატჩებს - 23-ში (21:00 სთ) "სელტასთან" სტუმრობაა. ამას 28 აგვისტოს (21:00 სთ) "ბილბაოსთან" ასევე გასვლითი დპირისპირება მოჰყვება, 31-ში კი საკუთარ მოედანზე "ვილიარეალთან" ურთიერთობის გარკვევა.
"კვარას" გუნდი სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე დაიწყებს. ამხანაგურმა მატჩებმა "ნაპოლის" გაძლიერების აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. კონტეს იდეებთან შეთავსებასაც დრო სჭირდება. "მოდენასთან" "სტადიო მარადონაზე" ესეც საკმარისი უნდა იყოს. დიდი ხანია, ნეაპოლელებს თასზე გამოსვლა ადრეულ ეტაპზე არ დაუწყიათ, იანვრიდან კი ბოლო წლებში წარუმატებლად იწყებდნენ.
სერია "ბ"-ში მოთამაშე "მოდენამ" "მილანიდან" მატია კალდარა დაიმატა. შეხევდრის დაწყების თბილისის დრო 23:15 საათია.
ნეაპოლელები აგვისტოში იტალიის ჩემპიონატში სამ შეხვედრას ჩაატარებენ, რის შემდეგაც სანაკრებო პაუზა დაიწყება.
18 აგვისტოს (20:30 თბილისის დრო) "ვერონასთან" გავსლითი მატჩია. მათ ჯექსონ ჩაჩუა 3 მიოლიონად გამოისყიდეს, განსაკუთრებული სიახლე კი არ აქვს. მოგეხსენებათ, კვარაცხელიას ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებით გამოსდის, 4 გოლოს ავტორია და საგოლე პასიც მოპოვებული აქვს.
25 აგვისტოს (22:45) ნეაპოლელები ახალი მწვრთნელის, "ფიორენტინას" ექსდამრიგებლის, ვინჩენცო იტალიანოს ხელმძღვანელობით მოთამაშე "ბოლონიას" უმასპინძლებენ. ტიაგო მოტამ აქ ბევრი გააკეთა და ახლა "იუვენტუსში" იმუშავებს. "ბოლონია" უკვე ვიქტორ ოსიმენის საყვარელი მეტოქეა, თუმცა რამდენად დარჩება გუნდში ნიგერიელი, არავინ იცის.
31 აგვისტოს ნეაპოლელები უკვე ისტორიულ კლუბს, "პარმას" უმასპინძლებენ (22:45 სთ). რა თქმა უნდა, ხვიჩა მათ წინააღმდეგ პირველად წარსდგება.
კარგია, რომ საბა გოგლიჩიძეს "ემპოლიში" მეტი დრო აქვს და ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილეთ. 20 წლის ქართველის გუნდი 10 აგვისტოს თასზე "კატანძაროს" უმასპინძლებს. რაც შეეხება სერია "ა"-ს საწყის ტურებს - 17 აგვისტოს "მონცას" (22:45 სთ) დაუხვდებიან, 25 აგვისტოს ამბიციურ "რომას" (22:45 სთ) ესტუმრებიან, 31 აგვსტოს - "ბოლონიას" (20:30 სთ).
ვიმედოვნებთ, საბა საზონოვი "ტორინოში ბევრს ითამაშებს. მისი გუნდი "კოპა იტალიაზე" 11 აგვისტოს (23:15 სთ), შინ "კოზენცას" შეხვდება, ჩემპიონატს კი რთული მოწინააღმდეგეებით იწყებს - სტუმრობა "მილანთან" (17.08. 22:45 სთ), "ატალანტას" მასპინძლობა (25.08. 20:30 სთ) და შემდეგ უკვე ახლადაღზევებულ "ვენეციასთან' გასვლითი დაპირისპირება (30.08. 20:30 სთ).
თუკი იტალიაში თასი იქნება, 11 აგვისტოს, გიორგი მოქაუტაძის "ლიონი" ამხანაგურ შეხვედრაში სერიოზულ მეტოქეს, ლონდონის "არსენალს" შეხვდება და "ემირატების თასის" გამარჯვებულს გაარკვევს. ეს გუნდები ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს ბოლოს 2001 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდნენ.
მოგეხსენებათ, "ლიონი" ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. რაც შეეხება აგვისტოს გეგმებს: 18-ში, ჩვენი დროით 22:45 საათზე, "რენთან" სტუმრობაა. მათი დაპირისპირება ყოველთვის უხვგოლიანი და უშეღავათოა. 25 აგვისტოს (19:00 სთ) დიდი აფიშაა - "ლიონი" "მონაკოს" წინააღმდეგ. ამას თუ იმასაც დავამატებთ, რომ მიქაუტაძის "მონაკოში" ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, ინტრიგა კიდევ უფრო გაიზრდება. ყოველივეს 31-ში (19:00 სთ) "სტრასბურგის" მასპინძლობა მოჰყვება.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს". 7 აგვისტოს "ხეტაფესთან" ამხანაგური მატჩის შემდეგ, 17-ში (23:00 სთ) პირველივე ტურში "მონაკოს" დაუხვდებიან; 25 აგვისტოს (19:00 სთ) "ლე ავრისთან" სტუმრობაა, 1-ელ სექტემბერს (19:00 სთ) "ბრესტს" გასვლაზე ეთამაშებიან, რის შემდეგაც ზურიკო საქართველოს ნაკრებში ჩეხეთთან და ალბანეთთან სათამაშოდ გამოემგზავრება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.