ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

6 მედალი ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს

6 მედალი ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
რვა გზის მსოფლიო ჩემპიონმა ძიუდოში ვეტერანთა შორის, ალექსი დავითაშვილმა მეხუთედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა ვეტერანთა შორის. ევროპის ჩემპიონი გახდა ბადრი ბედიანაშვილი. ვერცხლის მედლებს გიგლა წიფიანი, ვანო გიგილაშვილი და მერაბ კუპატაძე დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი შალვა ბექაური გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.