ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

6 თვეში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 6%-მდე გაიზარდა - დასაქმების თრექერი

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 6 თვეში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 6%-მდე გაიზარდა.
2024 წლის ივნისში jobs.ge-ზე 7,816 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 1.8%-ით მეტია 2024 წლის მაისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
კვლევის მიხედვით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამოქვეყნდა 44,587 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
იანვრიდან ივნისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა.
იანვრიდან ივნისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 6.6% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.