არქივი31 ივლისი, 2024, 00:08
6 თვეში ექსპლუატაციაში 1 720 ობიექტი მიიღეს - რომელ რეგიონებში გაიცა მეტი ნებართვა?
2024 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 600 700 კვ.მ. ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.7 პროცენტით მეტი) 1 720 ობიექტი, რაც 17.4%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი 4 რეგიონზე: თბილისზე, მცხეთა-მთიანეთზე, კახეთსა და იმერეთზე ნაწილდება:
თბილისი - 37.0%
მცხეთა-მთიანეთი - 13.1%
კახეთი - 12.6%
იმერეთი - 9.1%
სამცხე-ჯავახეთი - 6.9%
ქვემო ქართლი - 6.3%
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5.7%
შიდა ქართლი - 4.2%
აჭარის ა.რ. - 2.4%
გურია - 2.1%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.7%
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.