ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

6 დეკემბრის ჩათვლით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

6 დეკემბრის ჩათვლით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

7 ოქტომბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტეფანწმინდა-გველეთის კმ0-კმ4 მონაკვეთის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების ჩატარების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე ფერდის საექსკავაციო სამუშაოების წარმოება, რისთვისაც 2025 წლის 7 ოქტომბრიდან 2025 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება და ყოველდღიურად 06:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.