არქივი5 დეკემბერი, 2023, 13:09
6 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა. ასევე, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
სააგენტოს ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.