არქივი18 აპრილი, 2024, 10:09
58 წლის ასაკში რომარიომ კარიერის გაგრძელების შესახებ გვაუწყა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რომარიომ 58 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა.
ის ბრაზილიის სერია D-ის რიო დე ჟანეიროს კლუბ "ამერიკაში" ჩაირიცხა. რომარიომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მის შვილ 30 წლის რომარინიოსთან ერთად სურს ასპარეზობა.
ყოფილ თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში უთამაშია. 1994 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2009 წელს კი კარიერა დაასრულა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.