ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

5000 ლარით დააჯარიმეს აღდგომის ღამეს დაკავებული დემონსტრანტის მეუღლე

5000 ლარით დააჯარიმეს აღდგომის ღამეს დაკავებული დემონსტრანტის მეუღლე

აღდგომის ღამეს, 20 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტის, გიორგი ორთოიძის მეუღლეს, ნათია ბუკიას, - რომელიც ასევე მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, - სასამართლომ „გზის გადაკეტვის“ ადმინისტრაციული ბრალდებით 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ამის შესახებ ნათია ბუკია ინფორმაციას თავად ავრცელებს ფეისბუკზე.
გადაწყვეტილება დღეს, 2 მაისს გამოაცხადა მოსამართლე ნინო ენუქიძემ.
„[მოსამართლემ] მცნო სამართალდამრღვევად და დამაკისრა ჯარიმა 5,000 ლარის ოდენობით“, - წერს ნათია ბუკია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.