პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

5:0 - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სომხეთს ანადგურებს!

5:0 - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სომხეთს ანადგურებს!

ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სომხეთს 5:0 ამარცხებს.
ჩვენმა გუნდმა გასვლაზე 3:0 მოგებული პირველი შეხვედრისგან განსხვავებული ძირითადი შემადგენლობით დაიწყო თამაში - დისკვალიფიკაციის შემდეგ კაშია და კვარაცხელია დაბრუნდნენ და მწვრთნელმა სანიოლმა აზაროვის და კვეკვესკირის ნაცვლად სასტარტოში წიტაიშვილი და მექვაბიშვილი დააყენა. „ჯვაროსნებმა“ თავიდანვე შეუტიეს, წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი კიტეიშვილმა დაარტყა და აროიანისგან რიკოშეტით ჩანჩარევიჩის კარში გავიდა. შემდეგ მეტოქის კარი ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ოთხჯერ დალაშქრეს. გუნდების კლასში სხვაობა უზარმაზარი იყო და მეტოქის მწვრთნელმა ტ'სხიპმა სამმაგი ცვლილება განახორციელა.
საქართველო - სომხეთი
გოლები:
1:0 აროიანი (4, საკ. კარში), 2:0 მიქაუტაძე (14), 3:0 ჩაკვეტაძე (23), 4:0 კიტეიშვილი (27), 5:0 მიქაუტაძე (35)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.