ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

5 G ინტერნეტი - როგორ ინერგება ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია საქართველოში

5 G ინტერნეტი - როგორ ინერგება ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია საქართველოში

5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.
როგორი ინერგება ახალი ტექნოლოგია ქვეყანაში? ,,კომერსანტმა’’ კითხვებით კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას მიმართა. კომისიაში აცხადებენ, რომ 5G ტექნოლოგიის დასანერგად აქტიური მუშაობა 2019 წელს დაიწყო.
,,მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა. ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. რაც შეეხება ახალ აუქციონს, აუქციონის საფასურის გაანგარიშებაზე კომუნიკაციების კომისიამ კვლავ, კომპანია „EY“-სთან ითანამშრომლა. ხოლო 2023 წელს 5 G დასანერგად გამოაცხადა აუქციონი, ხოლო ერთი წლის მერე უკვე მეორად 2024 წელს კომპანიების მოთხოვნის შესაბამისად კვლავ გამოცხადდა მეორე აუქციონი.’’- აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
როდიდან დაფარავს 5G ინტერნეტი მთელს საქართველოს?
,,სიხშირეების მიღებიდან 7 წლის განმავლობაში ოპერატორმა სრულად უნდა დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, რა თქმა უნდა ოპერატორებს შეუძლიათ და აქვთ უფლება ეს უფრო ადრეც გააკეთონ. კომისიის მხრიდან ყველა საკითხი რაც ოპერატორებს ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგიის დასანერგად სჭირდებათ გადაჭრილია.’’- განმარტავენ კომუნიკაციების კომისიაში.
დღეს ქვეყანაში 2 ოპერატორს აქვს 5G დასანერგად საჭირო ლიცენზიები მოპოვებული. ესენი ,,სელფი მობაილი’’ და ,,მაგთიკომია’’. პირველ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ,,სელფი მობაილმა’’ მიიღო. კომუნიკაციების კომისიას ვკითხეთ, მაშინ სხვა ოპერატორებმა რატომ ვერ მიიღეს მონაწილეობა და ერთი წლის შემდეგ აუქციონის გამოცხადება რატომ გახდა საჭირო? კომისიაში გვიპასუხეს, რომ პირველ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა კომპანიას ვისაც ამისი სურვილი ექნებოდა და არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა.
,,მაგთიკომის და სილქნეტის მხრიდან 2023 წლის აუქციონთან დაკავშირებით გამოითქვა მხოლოდ ერთი წინაპირობა, რომ მათ არ სურდათ აუქციონში მონაწილეობის მიღება თუ მობილური ვირტუალური ოპერატორის დაშვების პირობა იქნებოდა სავალდებულო. სწორედ კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე კომისიამ აუქციონის პირობებში შეიტანა ცვლილება და ერთი კომბინირებული და რამდენიმე ცალკე მდგომი ლოტი გამოიტანა აუქციონზე MVNO დაშვების ვალდებულების გარეშე, თუმცა მათ მაინც არ მიიღეს აუქციონში მონაწილეობა. ვინაიდან პირველ აუქციონში მხოლოდ სელფი მობაილმა მიიღო მონაწილეობა და ერთი წლის მერე გამოხატა კომპანია მაგთიკომმა, სურვილი 5G აუქციონში მონაწილეობის, ვინაიდან კომისიის მიზანია რაც შეიძლება მალე და ყველა კომპანიამ დანერგოს ახალი თაობის ტექნოლოგია ხელახლა გამოაცხადა აუქციონი. უახლოეს მომავალში აუქციონის ჩატარებას არ იგეგმება.’’- განმარტეს კომუნიკაციების კომისიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.