ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

5-8 წლის შემდეგ შეიძლება პუტინი, ერთხელაც, NATO-ს ქვეყნებსაც დაესხას თავს - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს შესაძლოა, რამდენიმე წელში დაესხას თავს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი ერთხელაც შესაძლოა, NATO-ს ქვეყნებსაც კი დაესხას თავს. ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს შესაძლოა, 5-8 წლის შემდეგ მოხდეს“, – ამბობს პისტორიუსი.
როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.