ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

5 ქვეყანა, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირი/იაფია - როგორია საქართველოს მონაცემები

5 ქვეყანა, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირი/იაფია - როგორია საქართველოს მონაცემები

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი სომხეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველო რეიტინგში 124 ქვეყანას შორის 81-ე ადგილზეა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ბენზინის საშუალო ფასები ასე გამოყურება:
· აზერბაიჯანი - 67 ცენტი (110-ე ადგილი);
· რუსეთი - 75 ცენტი (107-ე ადგილი);
· საქართველო - 1.13 დოლარი (81-ე ადგილი);
· თურქეთი - 1.21 დოლარი (76-ე ადგილი);
· სომხეთი - 1.37 დოლარი (57-ე ადგილი).
ამავე მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ბენზინის ფასები ყველაზე მაღალია ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე დაბალი ლიბიაში. კერძოდ 5 ქვეყანა, სადაც 1 ლიტრი ბენზინის ფასი ყველაზე მაღალია, ასე გამოყურება:
· ჰონგ-კონგი 3.08 დოლარი;
· ისლანდია - 2.44 დოლარი;
· სინგაპური - 2.22 დოლარი;
· ნიდერლანდები - 2.21 დოლარი;
· შვეიცარია - 2.20 დოლარი.
იმ ქვეყნების ხუთეული კი, სადაც ბენზინის ფასი ყველაზე დაბალია, ასეთია:
· ლიბია - 3 ცენტი;
· ეგვიპტე - 32 ცენტი;
· ქუვეითი - 35 ცენტი;
· ალჟირი - 35 ცენტი;
· ყაზახეთი - 48 ცენტი.
bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.