არქივი5 სექტემბერი, 2024, 11:14
5 სექტემბერს პარიზის პარალიმპიადაზე ერთი ქართველი სპორტსმენი – ზურაბ ზურაბიანი იასპარეზებს

დღეს პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე შეჯიბრება პარაძიუდოში დაიწყება. ჩვენი უძლიერესი პარანაკრები მზად არის გაზარდოს ქართველთა მონაგარი.
საქართველოს ღირსებას ტატამზე ზურაბ ზურაბიანი (-60კგ. კატეგორია J2) დაიცავს, რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება. ზურაბიანი პარიზი 2024-ზე მესამე ნომრად არის განთესილი.
დასაწყისი 12:00 სთ.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.