5-სართულიანი სახლი რუსეთში, ძვირადღირებული აპარტამენტი დუბაიში და 7-მილიონიანი ქონება – როგორ ცხოვრობს ქეთა თოფურია

ქეთა თო­ფუ­რია 9 სექ­ტემ­ბერს 40 წლის გახ­და. ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის იუ­ბი­ლე რუ­სულ­მა მე­დი­ამ არა­ერ­თი სტა­ტი­ით აღ­ნიშ­ნა. გა­მო­ცე­მებ­მა გა­იხ­სე­ნეს მისი კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი, A’Studio-ში მოს­ვლა, ხმა­უ­რი­ა­ნი რო­მა­ნი რე­პერ გუფ­თან, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა ლევ გე­იხ­მან­თან, ლევ დენ­გოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და სამი შვი­ლი.

რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლებ­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია ქეთა თო­ფუ­რი­ას ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა, მათ შო­რის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ დე­ტა­ლებ­ზე. სა­უ­ბა­რია მის კა­რი­ე­რულ გზა­ზე, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, რთულ და­შო­რე­ბებ­ზე, გუფ­თან გახ­მა­უ­რე­ბულ რო­მან­სა და ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვებ­ზე.

რო­გორ გახ­და გო­გო­ნა თბი­ლი­სი­დან A’Studio-ს სახექეთა თო­ფუ­რია ბავ­შვო­ბი­დან მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის შექ­მნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და პირ­ვე­ლი ჯილ­დო 12 წლის ასაკ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე მი­ი­ღო.

მისი კა­რი­ე­რის ერთ-ერთ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტად 2005 წელს მოს­კოვ­ში გა­დას­ვლა და A’Studio-ში მოხ­ვედ­რა იქცა. ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა პრო­დი­უ­სერ­მა ნატო დუმ­ბა­ძემ ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლის კან­დი­და­ტუ­რა ჯგუ­ფის წევ­რებს ურ­ჩია, რომ­ლე­ბიც წა­სუ­ლი ვო­კა­ლის­ტის, პო­ლი­ნა გრი­ფი­ტის, შემ­ცვლელს ეძებ­დნენ.

ქე­თამ სა­ბო­ლო­ოდ მი­ა­ტო­ვა ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა და რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც მა­ლე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფის სახე გახ­და. მისი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის მიღ­მა ოჯა­ხუ­რი ტრა­გე­დი­აც იდგა. ქე­თას მამა, ან­დრო თო­ფუ­რია, ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო და 2010 წელს კო­ლო­ნი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

განაგრძეთ კითხვა