არქივი31 მაისი, 2024, 20:23
5 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი - სტამბოლმა 2024 წელს ტურისტული რეკორდი მოხსნა
სტამბოლმა 2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტების ვიზიტების რეკორდი დაამყარა. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში თურქეთის მეტროპოლიას 5 244 936 უცხოელი სტუმარი ეწვია. ეს მაჩვენებელი 9.94 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში ქალაქმა უმასპინძლა 1,48 მილიონ ტურისტს. ყველაზე მეტი ტურისტი სტამბოლს რუსეთიდან ეწვია - 167 824 ადამიანი, მას მოსდევს გერმანია (109 202), ირანი (80 193), აშშ (68 103), საფრანგეთი (62 404). 60,429) და საუდის არაბეთი (42 0 59) და ა.შ
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.