ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია

5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია

„კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების ქსელის სისტემის შეცვლის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, 5 დეკემბრის 10:00 საათიდან, ლიახვის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება, დავით გურამიშვილის გამზირიდან ჩარგლის ქუჩის კვეთის ჩათვლით“ – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„დავით გურამიშვილის გამზირიდან წამოსული ავტომობილები ლიახვის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებას შეძლებენ ა. ჯინჭარაძის ქუჩიდან. ასევე, შეზღუდული იქნება ავტომობილების გადაადგილება ჩარგლის ქუჩაზე, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჟინვალისა და შენგელიას ქუჩების გავლით, შემდეგ კი რატევანისა და ა. ჯინჭარაძის ქუჩით, საიდანაც ავტომობილები შეძლებენ დ. გურამიშვილის გამზირზე მოხვედრას.
ასევე, ჭოპორტის ქუჩიდანაც იქნება შეზღუდული გადაადგილება, საიდანაც დავით გურამიშვილის გამზირზე ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ ჟინვალის, შენგელიას, რატევანის და ა. ჭიჭინაძის ქუჩების გავლით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N360 ავტობუსი და N553 მიკროავტობუსი ჩარგლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან გუდამაყრის ქუჩას, გადაინაცვლებენ დავით გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ მოუხვევენ და მოძრაობას დაასრულებენ მათთვის განკუთვნილ ბოლო გაჩერებაზე. უკუმიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება არ იცვლება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. პროექტი 2025 წლის იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც რაიონული გამგეობა გზის საფარს კაპიტალურად მოაწესრიგებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.