5 დეკემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, გეთიას და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ურიცკის, სამრეკლოს, ბუხაიძის, ტირიფონის, დოქის, კუმისის, ანთელავას, შურდულის, თოიძის, სუნდუკიანის, მაზნიაშვილის და ჭოხონელიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ავთო ვარაზის, ფერმწერთა და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან