5 ბანკის ზარალმა 14 მლნ ლარს გადააჭარბა

5 ბანკის ზარალმა 14 მლნ ლარს გადააჭარბა
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა მიმდინარე წლის 8 თვეში წმინდა მოგების სახით 2.02 მილიარდი ლარი გამოიმუშავა. მათ შორის მოგებით პირველ ადგილზეა საქართველოს ბანკი, რომლის მოგებამაც 994 მილიონი ლარი შეადგინა, მეორე პოზიციაზეა თბილისი ბანკი, მესამეზე კი ლიბერთი.
17 კომერციული ბანკიდან 5 ზარალზე გავიდა, მათ შორის ყველაზე დიდი, 7 მილიონიან ზარალზეა „სილქ ბანკი“, 3.4 მილიონი ლარის ზარალი აქვს „ვითიბი ბანკს“, „ჰეშბანკმა“ კი 2.6 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.
2024 წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ქართული ბანკების ზარალის მაჩვენებლები ასეთია:
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.