47 000 ლარი დავალიანება და 235 000 ლარი საურავი და ჯარიმა – „ბათუმელებმა“, მკითხველის მხარდაჭერით, ძირი დავალიანება დაფარა

22 ივლისს „ბათუმელებმა“ ბიუჯეტის წინაშე არსებული ძირი საგადასახადო დავალიანება – 47 ათასი ლარი სრულად გადაიხადა.
როგორც გამოცემა აცხადებს, ამ თანხის გადახდა მკითხველების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, რის გამოც საზოგადოებას მადლობას უხდის:
„დავალიანების დაფარვა შევძელით მკითხველების გვერდში დგომის წყალობით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.“
ამ დროისთვის „ბათუმელებს“ გადასახდელად დარჩა მხოლოდ საურავი და ჯარიმა.
საურავი – 126,000 ლარი
ჯარიმა – 109,000 ლარი
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ინკასოს გამოყენება მოხდა მიზანმიმართულად, მზია ამაღლობელის საქმის განაჩენის პარალელურად, რაც მათთვის მიანიშნებს პოლიტიკური ზეწოლის აშკარა ნიშნებზე:
„ინკასო გამოყენებული იყო ხელისუფლების მიერ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, ხოლო პერსპექტივაში – მისი შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად.“
„ბათუმელები“ ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს აშკარა ორმაგ სტანდარტზე:
„ტელეკომპანია იმედის“ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება ოფიციალურად 17 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო „რუსთავი 2-ის“ – 25 მილიონს.
ამავდროულად, „ბათუმელები“ აცხადებს, რომ საკუთარი დავალიანება ოფიციალურად ჰქონდათ აღიარებული და დაფარვას ყოველთვიური გადახდებით ახორციელებდნენ.
ინკასოს დაწესების შემდეგ, „ბათუმელების” თქმით, შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი მოითხოვეს, თუმცა უწყებამ ამ თხოვნას უარით უპასუხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან