ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“45 დღიანი შიმშილობის შემდეგ ძალიან დასუსტებულია, რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გავივლიო” – ბათუმელი მედროშე იზოლატორში მოინახულეს

“45 დღიანი შიმშილობის შემდეგ ძალიან დასუსტებულია, რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გავივლიო” – ბათუმელი მედროშე იზოლატორში მოინახულეს

“კვლავ მოვინახულე ჩვენი მედროშე. 45 დღიანი შიმშილობის შემდეგ ფიზიკურად ძალიან დასუსტებულია, რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გავივლიო – მითხრა. სიტუაციას უფრო ისიც ამძიმებს, რომ სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობს საპროტესტო შიმშილობა. უფრო მეტი აქტიურობა და ჩართულობაა საჭირო, ჩვენ მას ძალიან ვჭირდებით, მის სოცოცხლეს სერიოზული საფრთზე ემუქრება! მისი ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს დაჩქარებულად მორჩეს სასამართლო პროცესებს და თურქეთში გააძევოს, სადაც მას სამოქალაქო აქტივიზმისა და ქართულ დიასპორაში მუშაობისთვის პატიმრობა ემუქრება. გუშინდელი აქციისა და მისი მხარდაჭერისთვის უდიდეს მადლობას უთვლის ყველას.სტუდენტებზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა, იტირა, ამაყობს ჩვენი ახალგაზრდებით და ტელევიზორის ეკრანზე ეფერება თითოეულ მათგანს! იუმორის გრძნობაცარ ტოვებს, შენ გვიანიძე კი არა სწრაფაძე უნდა იყო, ყველაფერს ასწრებო. თავისუფლება თემურს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”
ბათუმელი მედროშის და პროტესტის აქტიური მონაწილის თემურ ქათამაძის საპატიმრო დაწესებულებაში მონახულების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე სოციალურ ქსელში წერს.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.