4400 გაყიდული ავტომობილი - Tegeta Cars-ის 2023 წლის შეჯამება და გეგმები ელექტროტრანსფორმაციის გზაზე
საავტომობილო წარმოება ერთ-ერთია იმ ინდუსტრიებს შორის, რომლებშიც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. მსოფლიო ბრენდები ერთმანეთის მიყოლებით აახლებენ და თანამედროვეობას არგებენ ბიზნესპროცესებს, მნიშვნელოვნად ცვლიან კონცეფციას წარმოებაში. მთავარი აქცენტი - ელექტრიფიცირებაზე, ხოლო მომსახურების სფეროში ინდივიდუალურ მიდგომაზე კეთდება.
ამ ახალ სტანდარტებზე მორგებული პროექტებითა და გაყიდვების მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლებით იწყებს წლის შეჯამებას Tegeta Cars-ის დირექტორი, პეტრე წაქაძე. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2023-ში Tegeta Cars-მა 4400 ახალი ავტომობილი გაყიდა და წელი 650 000 000 ლარის შემოსავლით დაასრულა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.