ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“40 წელია მას ვიცნობ, 40 წელია მაშფოთებს, ის არაა წესიერი ადამიანი” – ბაიდენი პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ABC News-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა ჟურნალისტ დევიდ მიურმას კითხვას, ვლადიმირ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ომში მონაწილეობას ნიშნავს, პასუხობს და ამბობს:
“40 წელია მას ვიცნობ. უკვე 40 წელია მაშფოთებს. ის არაა წესიერი ადამიანი. ის დიქტატორია და ყველანაირად ცდილობს ქვეყანა შეინარჩუნოს, ამავე დროს კი შეტევას აგრძელებს. არ ვსაუბრობთ იარაღის მიწოდებაზე იმისათვის, რომ მოსკოვს დაარტყან, კრემლს დაარტყან, არამედ მხოლოდ საზღვრის გადაღმა დარტყმაზე, სადაც ისინი მძიმე ცეცხლის ქვეშ არიან ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში შეჭრისა და უკრაინელების მოსაკლავად”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.