ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,4 წლის განმავლობაში 11 მლრდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მაგალითად, მოლდოვის ეკონომიკას შორის",- ირაკლი კობახიძე

,,4 წლის განმავლობაში 11 მლრდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მაგალითად, მოლდოვის ეკონომიკას შორის",- ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო 4 წელიწადში საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის სხვაობა 11 მლრდ დოლარზე მეტით გაიზარდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ბევრი რამ კეთდება. მათ შორის, ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები.
„კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება, მათ შორის, ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები. ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში 11 მლრდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მაგალითად, მოლდოვის ეკონომიკას შორის. ყველა ეს ნაბიჯი, ყველა რეფორმა ემსახურება იმას, რომ საქართველო, მათ შორის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.