ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ პირს პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ პირს პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს 10 ოქტომბერს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ის იხილავდა ამირან დოლიშვილის ირაკლი ჩხირკვიას, გიორგი ქორქიას და ზაქრო ალბუთაშვილის აღკვეთის შუამდგომლობებს. პროკურატურამ ყველა მათგანზე პატიმრობა მოითხოვა, ადვოკატებმა კი გირაოს შუამდგომლობები დააყენეს.
„66 წლის კაცია, მას აქვს სიმსივნე, ერთი თირკმელი სრულად აქვს ამოკვეთილი და მეორე თირკლემზე დაწყებული აქვს პრობლემები, ასეთ ვითარებაში ადამიანის დაკავება შეიძლება ფატალურად დასრულდეს“, – მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს და ალთუნაშვილისთის 3000-დან 5000 ლარამდე გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, იუწყება რადიო “თავისუფლება”.
სასამართლო დღეს ასევე იხილავს ამ საქმეზე სხვა დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობებს.
4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის 46 პირია დაკავებული. მათგან მხოლოდ ერთი, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილს შეუფარდეს აღკვეთ ღონისძიებად გირაო და გაათავისუფლეს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე დაკავებული არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. სწორედ ეს 5 ადამიანი შედიოდა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტში. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.