ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატი მოსამართლეს - რატომ ერთვებიან ბრალდებულები დისტანციურად, ამის მიზეზი რა არის?

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატი მოსამართლეს - რატომ ერთვებიან ბრალდებულები დისტანციურად, ამის მიზეზი რა არის?

რატომ ერთვებიან ბრალდებულები დისტანციურად, ამის მიზეზი რა არის? - ამ კითხვით 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა კახიძემ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მიმართა.
დღევანდელ სხდომას ბრალდებულები პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ერთვებიან. დაკავებულებიც და მათი ადვოკატების პროცესის გადადებას ითხოვენ.
მოსამართლე ტყეშელაშვილის განმარტებით, „საბადრაგო სამსახურის მიერ დაკავებულების ეტაპირება ვერ განხორციელდა“.
„იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ განახორციელა ეტაპირება, მტკიცებულებების გამოკვლევის ნაწილში მათ ჩართულობის შესაძლებლობას ართმევთ“, - განაცხადა კახიძემ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ვლადიმერ გველესიანმაც პოზიცია დააფიქსირა.
„დისტანციურად დასწრების სურვილი არ მაქვს, ვითხოვ, დავესწრო ყველა პროცესს, დისტანციურად არ მინდა ჩართვა. ამ აზრზე ვართ ყველა“, - განაცხადა ვლადიმერ გველესიანმა.
პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს დანარჩენმა ადვოკატებმაც.
პროცესის გადადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე, პროკურორმა განაცხადა, რომ პოზიცია არ ექნებოდა და გადაწყვეტილება მოსამართლეს თავად მიეღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.