4 ოქტომბრის მოვლენებს გამოეხმაურა რუსეთის სენატის წევრი ალექსეი პუშკოვი

4 ოქტომბრის მოვლენებს გამოეხმაურა რუსეთის სენატის წევრი ალექსეი პუშკოვი.

“საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩი პრეზიდენტის სასახლის იერიშის მცდელობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. საჩვენებელი ბრალდებაა. არამხოლოდ EU-ს ელჩი საქართველოში მიიჩნევს საკუთარ მოვალეობად მოაწყოს “ნარინჯისფერი რევოლუცია” იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება, თუ ეს ქვეყანა დასავლეთის მითითებებს არ ასრულებს”. – წერს პუშკოვი.

პუშკოვმა მაგალითად მოიყვანა მაიკლ მაკფოლი, რომელიც 2011-2014 წლებში რუსეთში -ს ელჩის თანამდებობას იკავებდა:

“მაიკლ მაკფოლი უფრო მეტად იყო დაინტერესებული “დემოკრატიის განვითარებასა” და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაში, ვიდრე საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესებაში”.

5 ოქტომბერს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:

“ბევრს შეიძლება გაუჭრიდეს ამის გაკეთება – როდესაც ერეოდი არჩევნებში, ღიად მხარს უჭერდი დამხობის მცდელობას, მერე უცბად რთულია გადაწყობა ახალ რეალობაზე, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული კონცეფცია საერთაშორისო პოლიტიკისთვის, ეს არის ცალმხრივი მეგობრობის კონცეფცია. მზად ვართ, დავივიწყოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ელჩი შარშან უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში და მოუწოდებდა ამომრჩეველს, მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, შეგვიძლია, დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ოფიციალური პრესსპიკერი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და მხარი დაუჭირა დამხობის აქციას”.

ასევე დაგაინტერესებთ

შმაგი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს.. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას

ირაკლი ტაბლიაშვილი: ივანიშვილმა ცა ჩაკეტა არა მხოლოდ აბასთუმნის თავზე, არამედ, თბილისი+რუსთავი+მცხეთის ფართობი რომ წარმოიდგინოთ, აი, ამ ფართობის ცა ჩაკეტა! ოპოზიციას რამ ხომ არ უთქვამს ამაზე?

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება – განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს