4 ოქტომბრის მოვლენების გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც უკვე დაკავებულია 13, კიდევ ორი მიმალვაშია – შსს

4 ოქტომბრის მოვლენების გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც უკვე დაკავებულია 13, კიდევ ორი მიმალვაშია – შსს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულია კიდევ 13 პირი:
„4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 13 პირი. ესენი არიან: თ.მ; ა,ნ; ბ,ჟ; ბ,მ; ა,გ; ე,შ; გ,რ; ვ,ფ; დ,ს; მ,მ; ზ,ხ; კ,მ და ს,მ. ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ და სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. საქართველოს შინაგან სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – განაცხადა დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)