“4 ოქტომბერს, 4 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე” – პაატა ბურჭულაძე

მოძრაობა “რუსთაველის გამზირმა” 4 ოქტომბერს – თვითმმართველობის არჩევნების დღეს – დღის 4 საათზე აქცია დააანონსა. ამის შესახებ მოძღაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
ბურჭულაძე ამბობს, რომ ეს უნდა იყოს “ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღე”.
“ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთი პოლიტიკოსი. ამიტომაც, მივმართავ მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, დღის 4 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მიტაცებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს.
4 ოქტომბერ არ იქნება უბრლაოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. 4 ოქტომბერ ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე საქართველო. ბრძოლა ბოლომდე!”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
“რუსთაველს გამზირი” არის პოლიტიკურ მოძაბა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს და აქტივისტებსა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ