4 ოქტომბერს „ქრონიკისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტები და ოპერატორები გამოჰკითხეს

4 ოქტომბერს „ქრონიკისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტები და ოპერატორები გამოჰკითხეს
ოთხ ოქტომბერს „ქრონიკისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებამ ჟურნალისტები და ოპერატორები გამოჰკითხა.
„ჩვენ აქციის მონაწილეები პირდაპირ მიგვითითებდნენ აგრესიული ტონით, რომ არ გადაგვეღო იქ მიმდინარე მოვლენები. გვეუბნებოდნენ, რომ სახე არ უნდა აღბეჭდილიყო აქციის მონაწილეების, რომლებიც ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, ანთებდნენ კოცონს“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა თათია ტაბეშაძემ.
„აინტერესებდათ დეტალები, როგორ დაიწყო პროცესი, რის შემდეგ გახდნენ აქციის მონაწილეები აგრესიულები. ვეცადეთ დეტალურად მოგვეყოლა რა მოხდა“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა შალვა სუმბაძემ.
„კითხვები ჰქონდათ მომხდართან დაკავშირებით, გავეცით მათ კითხვებს პასუხი და დავეხმარეთ გამოძიებას“, – აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართვის ინჟინერმა ნიკოლოზ ცირეკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”