4 ოქტომბერს უნდა შევიკრიბოთ და ისეთი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ ე.წ. ხელისუფლებას, როგორიც უკრაინელებმა ჩაუტარეს რუსებს „აბლაბუდას“ სახით

4 ოქტომბერს უნდა შევიკრიბოთ და ისეთი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ ე.წ. ხელისუფლებას, როგორიც უკრაინელებმა ჩაუტარეს რუსებს „აბლაბუდას“ სახით
„რეალურად ახლა ჩვენც იგივე დაბომბვის ქვეშ ვიმყოფებით, როგორი დაბომბვის ქვეშაც იმყოფება უკრაინა. მინდა ყველას გავახსენო, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინამ რუსებს სერიოზული სიურპრიზი შესთავაზა „აბლაბუდას“ სახით და მგონია, რომ ჩვენც რაღაც მსგავსი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ. განსხვავებული, რომელსაც არ ელოდებიან და აქამდე არასდროს გვიქნია“- ამის შესახებ ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ახობაძემ „დღის ამბებში“ განაცხადა.
„ისეთი რამე, რომ გარდატეხა შევიტანოთ. უკრაინამაც ამის შემდეგ ისეთი გარდატეხა შეიტანა, მოტივაციის თვალსაზრისით იმხელა ნახტომი იყო უკრაინელი მებრძოლებისთვის ის ოპერაცია, რაც ჩატარდა და დღემდე ვუყურებთ წერტილოვან დარტყმებს იმ არტერიებზე, რომლებიც ასაზრდოვებს რუსულ სამხედრო მანქანას, იქნება ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სამხედრო ინფრასტრუქტურა, თუ ასე შემდეგ. ჩვენც რაღაც „აბლაბუდას“ მსგავსი უნდა გამოგვივიდეს. 4-ში ყველა ერთად უნდა შევიკრიბოთ, თუ არ შევიკრიბეთ, ვერაფერს დავიწყებთ. 4 რიცხვი ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ უნდა შევიკრიბოთ და ისეთი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ რუსული გავლენების გამტარებელ ე.წ. ხელისუფლებას, როგორიც ჩაუტარეს უკრაინელებმა რუსებს „აბლაბუდას“ სახით. ისეთი რაღაც უნდა ვქნათ, რაც აქამდე არ გვიქნია და ეგ რაღაც ჩემი გადმოსახედიდან არის პერმანენტული პროცესი, რომელიც იქნება ქუჩაში და დილით, მოქალაქეები რომ გაიღვიძებენ და სამსახურში წასვლას რომ დააპირებენ დახვდებათ ქუჩაში“- განაცხადა გიორგი ახობაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა