ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემულ 13 პირს ბრალდებას ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემულ 13 პირს ბრალდებას ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემულ 13 პირს ბრალდებას ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. დაკავებულების უმეტესობა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ყველა მათგანის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დიდი ალბათობით, 8 ოქტომბერს იმსჯელებს.
დაკავებულებს შორის არიან, ვახო ფიცხელაური, აბო ნევერიანი, მანუჩარ მიქელაძე, კახა მჟავანაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, ევა შაშიაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, დავით სტურუა, გიორგი რურუა, დავით ჟღენტი და ბექა მაჭავარიანი.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 13 პირი დააკავა, 2 პირის დასაკავებლად კი ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.